კონტენტზე გადასვლა

🧭 კოორდინატები და გრადუსთა ბადე – Google Earth-ის გამოყენებით

📌 ვიყენებთ Google Earth - ის Desktop ვერსიას

📌 რა არის კოორდინატები?

კოორდინატები არის რიცხვები, რომლებიც გვიჩვენებს კონკრეტულ ადგილს დედამიწის ზედაპირზე. ისინი ეხმარება რუკებს და აპებს, იპოვონ ზუსტად სად არის რაღაცა.

🌍 ორი ძირითადი კოორდინატა:

  • გრძედი (Longitude) — აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (E/W) | Longitude/გრძედი - λ (ლამბდა)
  • განედი (Latitude) — ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (N/S) | Latitude/განედი - φ (ფი)

მაგალითი:


🗺️ გრადუსთა ბადე

გრადუსთა ბადე არის წარმოსახვითი ხაზების სისტემა, რომელიც ფარავს დედამიწას და იყენება კოორდინატების დასადგენად:

ტიპი აღწერა
განედის ხაზები ჰორიზონტალური ხაზები (პარალელები), ნულოვანი — ეკვატორი
გრძედის ხაზები ვერტიკალური ხაზები (მერიდიანები), ნულოვანი — გრინვიჩის მერიდიანი

📐 კოორდინატების ფორმატები

გეოგრაფიული კოორდინატები | WGS 84, or the World Geodetic System 1984
Geographic coordinate systems are based on a spheroid and utilize angular units (degrees).
გეოგრაფიული კოორდინატები დაფუძნებულია სფეროიდზე და იყენებს კუთხის ერთეულებს(გრადუსები).

მართკუთხა(ბრტყელი) კოორდინატები | UTM, Universal Transverse Mercator coordinate system
Projected coordinate systems are based on a plane and utilize linear units (feet, meters, etc.).
პროექცირებული კოორდინატები დაფუძნებულია სიბრტყეზე და იყენებს სიბრტყის ერთეულებს(მეტრები).

გეოგრაფიული - Geographic / პროექცირებული - Projected
გრადუსები - degrees / მეტრები - meters
სფერული / მართკუთხა

მართკუთხა ახალი პროექცია :
ელიფსოიდია WGS 84 და პროექცია UTM
WGS 84 / UTM zone 38N | EPSG:32638
WGS 84 / UTM zone 37N | EPSG:32637

ტოპოგრაფიულ რუკაზე
ნომენკლატურა იწყება T / T 37 და T 38 - ზე.

ფორმატი მაგალითი აღწერა
Decimal Degrees (DD) 41.7151°, 44.8271° უმარტივესი ციფრული ფორმა
Degrees, Minutes, Seconds (DMS) 41°42'54"N 44°49'37"E ტრადიციული გეოგრაფიული ფორმა
Degrees & Decimal Minutes (DMM) 41°42.900'N 44°49.616'E შერეული ფორმა
Meters 41°42.900'N 44°49.616'E შერეული ფორმა

📌 Google Earth ყველა ამ ფორმატს იღებს და იცვლება მექანიკურად ⚙️


🛰️ როგორ ვეძებთ კოორდინატებს Google Earth-ში?

🔍 ვარიანტი 1: ადგილმდებარეობის მოძებნა

  1. გახსენი Google Earth, აირჩიე Tools > Options შესაბამისი კოორდინატის ფორმატი
  2. დასვი ახალი წერტილი, ჩაწერე კოორდინატები ძებნის ველში (მაგ: 41.7151, 44.8271)

🖱️ ვარიანტი 2: გუგლის რუკაზე

  1. დააწკაპე თაგვის მარჯვენა ღილაკით რუკაზე
  2. აირჩიე "What's here?" / „რა არის აქ?“
  3. ქვედა ნაწილში გამოჩნდება კოორდინატები (DD ფორმატში)

✏️ დავალება მოსწავლეებისთვის

  1. იპოვე შენი სკოლის კოორდინატები Google Earth-ში.
  2. გადაიწერე ისინი ოთხივე ფორმატით (DD, DMS, DMM).
  3. მონიშნე რუკაზე 3 ადგილმდებარეობა:
  4. შენი სკოლა
  5. სტადიონი
  6. საბავშვო ბაღი
  7. პარკი|სკვერი
  8. დაწერე კოორდინატები მარტივ ტექსტურ ფაილში .txt

ამოხსნა:

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
42.287009°
43.284755°

ჭიათურის კულტურის ცენტრი
42°17'23.16"N
43°17'12.60"E

ჭიათურის მთავარი საბაგირო
42° 17.391'N
43° 17.136'E

ჭიათურა, პირველი საჯარო სკოლა
UTM 38N
358398.97 m E
4683394.40 m N


ამოცანა
Georgian State Hydrographic Service ჰიდროგრაფიული სამსახური

💡 რჩევები

  • აჩვენე ერთი ადგილი სხვადასხვა ფორმატით

📌 კოორდინატები არ არის მხოლოდ ციფრები – ისინი გვაკავშირებენ რეალურ ადგილებთან დედამიწაზე!