შიგთავსზე გადასვლა

ფაილებთან მუშაობა Python-ში

შესავალი

ფაილებთან მუშაობა პროგრამირებაში აუცილებელია მონაცემების შესანახად და გასაზიარებლად.
Python-ში ფაილებთან სამუშაოდ გამოიყენება ჩაშენებული ფუნქცია open().


ფაილის გახსნა და დახურვა

ფაილის გახსნა:

file = open("data.txt", "r")   # ფაილის გახსნა წასაკითხად
# მუშაობა ფაილთან
file.close()                   # ფაილის დახურვა

რეჟიმები: - "r" – წაკითხვა (Read) - "w" – ჩაწერა (Write) – არსებულს ანაცვლებს - "a" – დამატება (Append) - "x" – ახალი ფაილის შექმნა - "b" – ბინარული რეჟიმი (მაგ.: სურათები)


ფაილიდან მონაცემების კითხვა

# მთელი ფაილის წაკითხვა
with open("data.txt", "r", encoding="utf-8") as f:
    content = f.read()
    print(content)

# ხაზების მიხედვით წაკითხვა
with open("data.txt", "r", encoding="utf-8") as f:
    for line in f:
        print(line.strip())

ფაილში მონაცემების ჩაწერა

# ახალი ფაილის შექმნა ან არსებული ჩანაცვლება
with open("output.txt", "w", encoding="utf-8") as f:
    f.write("გამარჯობა, Python!\n")

# ტექსტის დამატება ფაილში
with open("output.txt", "a", encoding="utf-8") as f:
    f.write("მეორე ხაზი\n")

ფაილებზე მანიპულირების ფუნქციები (მოდული os)

ფაილებისა და საქაღალდეების სამართავად გამოიყენება os მოდული.

import os

print(os.getcwd())   # მიმდინარე დირექტორია
print(os.listdir())  # ფაილების ჩამონათვალი

os.rename("old.txt", "new.txt")  # ფაილის გადარქმევა
os.remove("new.txt")             # ფაილის წაშლა

[1] განხილვა-დისკუსია

  • with open() კონსტრუქცია უფრო უსაფრთხოა, რადგან ფაილი ავტომატურად იკეტება.
  • "w" რეჟიმი ფაილს თავიდან წერს, "a" კი ამატებს.
  • კოდირების (encoding) მითითება აუცილებელია ქართული ტექსტის სწორად ჩასაწერად და წასაკითხად.
  • ფაილებთან მუშაობა განსაკუთრებით საჭიროა მონაცემთა ბაზებთან, ლოგ ფაილებთან, CSV/XML/JSON ფორმატებთან.

მაგალითი შედეგი:

output.txt ფაილის შიგთავსი:
გამარჯობა, Python!
მეორე ხაზი