შიგთავსზე გადასვლა

Python ენის შესავალი

შესავალი

Python არის მაღალი დონის, ინტერპრეტირებადი და უნივერსალური პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება როგორც მეცნიერულ გამოთვლებში, ასევე ვებ-პროგრამირებაში, მონაცემთა ანალიზში, GIS სისტემებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ბევრ სხვა სფეროში.
მისი მთავარი უპირატესობა არის მარტივი სინტაქსი და კოდის წაკითხვადობა.


Python ენის განვითარების მოკლე ისტორია

  • 1991 წელი – ჰოლანდიელი პროგრამისტი Guidо van Rossum-მა შექმნა Python ენა.
  • სახელი მიღებულია ბრიტანული კომედიური შოუსგან "Monty Python’s Flying Circus".
  • ენის მთავარი პრინციპი: „კოდი უნდა იყოს მარტივი და გასაგები“.
  • Python 2 – გავრცელდა 2000-იანი წლების დასაწყისში, თუმცა უკვე მოძველებულია.
  • Python 3 – დღევანდელი სტანდარტი (გამოცემულია 2008 წელს) და აქტიურად ვითარდება.

კავშირი პროგრამირების სხვა ენებთან

  • C და C++ – Python-ის ბევრი მოდული და ბიბლიოთეკა დაწერილია ამ ენებზე.
  • Java – მსგავსად არის ობიექტზე ორიენტირებული, თუმცა Python უფრო მარტივი სინტაქსით გამოირჩევა.
  • JavaScript – ორივე პოპულარულია ვებ-სივრცეში; Python უფრო სერვერულ მხარეს გამოიყენება, ხოლო JavaScript — ბრაუზერში.
  • R – მონაცემთა ანალიზის ენასთან კონკურენციაში Python უფრო უნივერსალური ინსტრუმენტია.

Python ენის შესრულების გარემო

  • ინტერპრეტირებული ენაა – კოდი პირდაპირ იშიფრება და სრულდება ინტერპრეტატორის მიერ, წინასწარი კომპილაციის გარეშე.
  • ინტერპრეტატორი იძლევა ინტერაქტიულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას (Python REPL).
  • პროგრამის გაშვება ხდება ტერმინალში:
    python script.py
    

Python-ის სინტაქსი, პროგრამის სტრუქტურა და კომენტარები

პროგრამის სტრუქტურა

Python პროგრამა შედგება: 1. იმპორტებისგან (ბიბლიოთეკები); 2. ცვლადების და ფუნქციების აღწერისგან; 3. ძირითადი კოდის ბლოკებისგან.

კომენტარები

კომენტარი არის ტექსტი, რომელსაც ინტერპრეტატორი არ ასრულებს.

# ეს არის ერთ ხაზიანი კომენტარი

"""
ეს არის
მრავალ ხაზიანი
კომენტარი
"""

რეზერვირებული სიტყვები

Python-ში არსებობს რეზერვირებული სიტყვები, რომლებიც ვერ გამოიყენება ცვლადების სახელებად, მაგალითად:

and, as, assert, break, class, continue, def, del,
elif, else, except, False, finally, for, from, global,
if, import, in, is, lambda, None, nonlocal, not, or,
pass, raise, return, True, try, while, with, yield


[1] Python-ის ინტერპრეტატორის ინსტალაცია

Windows

  • გადმოწერა ოფიციალური საიტიდან: https://www.python.org/downloads/
  • ინსტალაციისას მონიშნე Add Python to PATH ✔️.

Linux / MacOS

sudo apt install python3   # Ubuntu/Debian
brew install python3       # MacOS

ინსტალაციის შემოწმება:

python --version


პირველი მარტივი პროგრამა

ფაილი hello.py:

print("Hello, World!")

გაშვება ტერმინალიდან:

python hello.py

გამოსავალი:

Hello, World!