ციკლის ოპერატორები¶
შესავალი¶
ციკლი გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა ერთი და იგივე კოდის ბლოკის მრავალჯერ შესრულება.
Python-ში ორი ძირითადი ციკლია:
- for – როცა წინასწარ ვიცით რამდენჯერ უნდა შესრულდეს ციკლი;
- while – როცა ციკლი გრძელდება გარკვეული პირობის შესრულებამდე.
for ციკლი¶
for ციკლი გამოიყენება ელემენტების სიაზე, სტრიქონზე ან რიცხვთა დიაპაზონზე გასავლელად.
while ციკლი¶
while ციკლი გრძელდება მანამ, სანამ პირობა True-ა.
თუ პირობა არასდროს გახდება False, მიიღება უსასრულო ციკლი.
[1] ციკლებთან დაკავშირებული მანიპულაციები¶
break¶
წყვეტს ციკლს მთლიანად.
continue¶
ტოვებს მიმდინარე იტერაციას და გადადის შემდეგზე.
else ციკლში¶
else ნაწილი სრულდება მაშინ, როცა ციკლი ნორმალურად დასრულდება (break-ის გარეშე).
პრაქტიკული დავალება #2¶
დავალება:
მომხმარებელს შეაყვანინე რიცხვი და დაითვალე მისი ფაქტორიალი (n!).
გამოიყენე როგორც for, ასევე while ციკლი.
# for ციკლით
n = int(input("შეიყვანე რიცხვი: "))
fact = 1
for i in range(1, n+1):
fact *= i
print("ფაქტორიალი (for) =", fact)
# while ციკლით
m = n
fact2 = 1
while m > 0:
fact2 *= m
m -= 1
print("ფაქტორიალი (while) =", fact2)
ანალიზი:
- for ციკლში დიაპაზონი წინასწარ ცნობილია.
- while ციკლი გრძელდება მანამ, სანამ პირობა (m > 0) შესრულდება.
- ორივე შემთხვევაში მიღებული შედეგი ერთნაირია.