დიგიტალიზაცია
ვიდეო ჩანაწერებს ნახავ აქ
თეორიული ნაწილი ინახება აქ
დამატებით ამავე საკითხებზე
Shapefile - ის შესახებ
QGIS Documentation - Editing
დავალების ინსტრუქციები
⚠️ სამუშაო გარემო
უნივერსიტეტის კომპიუტერებზე იმუშავეთ შემდეგ საქაღალდეში:
C:\Users\Public\
ან C:\Users\Public\Documents
(რეკომენდებულია პირად კომპიუტერებზეც, რადგან პროგრამას სხვა ადგილას არსებული ფაილების დამუშავება შესაძლოა გაუჭირდეს.)
📦 საჭირო პროგრამები
- QGIS – აუცილებელია ✅
- Google Earth – სურვილისამებრ (დავალების მიხედვით) ✅
Warning
დასრულებული მასალა არ წაშალოთ სემესტრის ბოლომდე.
Danger
ფაილების დასახელების წესები
❌ არასწორი:
Giorgi Kapanadze.Group/1$ work1
❌ არ გამოიყენოთ:
- ქართული ასოები (ა, ბ, გ, დ და სხვ.)
- სპეციალური სიმბოლოები (გარდა ხაზგასმისა
_
)
✅ სწორი:
Giorgi_Kapanadze_Group_1_work_1
Tip
გამოიყენეთ მხოლოდ ლათინური ასოები, ციფრები და ხაზგასმა (_
) შემდეგ შემთხვევებში:
არქივის სახელები, საქაღალდეებისა და ფაილების სახელები, ცხრილის სვეტების სახელები.
📘 ეტაპობრივი სახელმძღვანელო
Note
მონაცემების ჩამოსატვირთად და დავალების ასატვირთად საჭიროა ავტორიზაცია გუგლის საკლასო ოთახზე : classroom.google.com
- QGIS - ში დააინსტალირეთ ფლაგინი HCMGIS და QuickMapServices საბაზისო რუკებისთვის.
- შექმენით საქაღალდე თქვენი სახელისა და გვარის გამოყენებით. დაიცავით ზემოთ მოცემული სახელდების წესები.
- მის შიგნით შექმენით შემდეგი ქვე-საქაღალდეები:
- Project
- Plugins
- shp
graph LR
A[FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number] --> B{Project};
A[FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number] --> C{Plugins};
A[FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number] --> D{shp};
დააკავშირეთ QGIS (Browser ფანჯრიდან) თქვენს მთავარ საქაღალდესთან.
დამატებითი ინფორმაცია
-
თბილისის მუნიციპალიტეტის ციფრული დამუშავება აკრძალულია. გთხოვთ, აირჩიოთ სხვა ქალაქი ან სოფელი.
დასახლების შერჩევის შემდეგ, თუ ზუსტად ზონის საზღვარზე იმყოფებით და გაურკვეველია რომელ ზონას მიეკუთვნებით:თუ ობიექტების უმეტესობა, რომელსაც აპირებთ რომ დაამუშავოთ, მდებარეობს ზონა 37-ში — აირჩიეთ 37.
თუ უმეტესობა მდებარეობს ზონა 38-ში — აირჩიეთ 38.
თუ ადგილმდებარეობა შუაშია და ობიექტები თანაბრად ნაწილდება — აირჩიეთ 38.
უპირატესობა ენიჭება ზონა 38-ს.
საბაზისო ინფორმაცია
-
მიანიჭეთ ფენებს ზუსტი სახელები და შეინახეთ შესაბამის საქაღალდეში. ფენების შაბლონი მოცემულია ქვემოთ:
- წერტილოვანი გეომეტრია: სახლები, სკოლები, სადგურები, შენობები, სტადიონები
- ხაზოვანი გეომეტრია: მდინარეები, რკინიგზები, გზები, საბაგირო გზები
- პოლიგონური გეომეტრია: ნაკვეთები, სახლები, შენობები, სტადიონები, ტყეები
-
თითოეულ ფენაში უნდა იყოს მინიმუმ 10 ობიექტი, მაქსიმუმზე შეზღუდვა არ არსებობს.
თუ რომელიმე ფენაში მონაცემები არასაკმარისია, გადადით სხვა ფენაზე და შეავსეთ ის. -
სიმბოლოების ფერის ან ფორმის არჩევა არ იზღუდება — შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ხედვით.
თუმცა, ტყის ლურჯად ან მდინარის მწვანედ აღნიშვნა არარელევანტურად ჩაითვლება. -
სწორად შეარჩიეთ მონაცემებისთვის შესაბამისი UTM ზონა.
-
ციფრულად დამუშავებული მონაცემები ფენებში სწორად შეინახეთ.
-
ფენები პროექტში ორგანიზებულად განათავსეთ.
-
პროექტის კომპრესირებული ფაილი შეინახეთ სახელით:
"Digitalization_project.qgz"
.
პროექტის არაკომპრესირებული ფაილი შეინახეთ სახელით:"Digitalization_project.qgs"
.
- გააკეთეთ არქივი თქვენს საქაღალდეზე. 💾
- გამოიყენეთ
.rar
ან.zip
ფორმატები. -
დაარქვით არქივს შემდეგი ფორმატით:
FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number
-
ატვირტეთ გუგლის საკლასო ოთახში ნამუშევარი
Warning
თუ გაგზავნის პროცესში შეგექმნათ რაიმე პრობლემა, დაგვიკავშირდით:
g.kapanadze1908@gmail.com
ან გამოიყენეთ ნებისმიერი ფაილგადაცემის სერვისი.
https://www.swisstransfer.com/en-gb
https://wetransfer.com/
https://www.filemail.com/
https://dropmefiles.com/
https://www.swisstransfer.com/en-gb
https://www.sendgb.com/
https://workupload.com/
Info
📌 თუ რაიმე გაუგებარია, თამამად იკითხე! 😊
თუ რამე არასწორადაა შესრულებული, გავასწორებ — ან თავად შექმენი pull request.