გეორეფერენცირება
ვიდეო ჩანაწერებს ნახავ აქ
თეორიული ნაწილი ინახება აქ
დამატებით ამავე საკითხებზე
QGIS Documentation - Georeferencer
გარკვეული მასალები ინახება გუგლის საკლასო ოთახში ⚠️
დავალების ინსტრუქციები
⚠️ სამუშაო გარემო
უნივერსიტეტის კომპიუტერებზე იმუშავეთ შემდეგ საქაღალდეში:
C:\Users\Public\
ან C:\Users\Public\Documents
(რეკომენდებულია პირად კომპიუტერებზეც, რადგან პროგრამას სხვა ადგილას არსებული ფაილების დამუშავება შესაძლოა გაუჭირდეს.)
📦 საჭირო პროგრამები
- QGIS – აუცილებელია ✅
- Google Earth – სურვილისამებრ (დავალების მიხედვით) ✅
Warning
დასრულებული მასალა არ წაშალოთ სემესტრის ბოლომდე.
Danger
ფაილების დასახელების წესები
❌ არასწორი:
Giorgi Kapanadze.Group/1$ work1
❌ არ გამოიყენოთ:
- ქართული ასოები (ა, ბ, გ, დ და სხვ.)
- სპეციალური სიმბოლოები (გარდა ხაზგასმისა
_
)
✅ სწორი:
Giorgi_Kapanadze_Group_1_work_1
Tip
გამოიყენეთ მხოლოდ ლათინური ასოები, ციფრები და ხაზგასმა (_
) შემდეგ შემთხვევებში:
არქივის სახელები, საქაღალდეებისა და ფაილების სახელები, ცხრილის სვეტების სახელები.
📘 ეტაპობრივი სახელმძღვანელო
Note
მონაცემების ჩამოსატვირთად და დავალების ასატვირთად საჭიროა ავტორიზაცია გუგლის საკლასო ოთახზე : classroom.google.com
- QGIS - ში დააინსტალირეთ ფლაგინი HCMGIS და QuickMapServices საბაზისო რუკებისთვის.
- ჩამოტვირთეთ ტოპო რუკა
- შექმენით თქვენი სახელისა და გვარის საფუძველზე ახალი საქაღალდე. გამოიყენეთ ზემოთ მოცემული დასახელების წესები. მაგ:
"Giorgi_Kapanadze_Group_1_work_1_georeferencing"
- მის შიგნით შექმენით შემდეგი ქვე-საქაღალდეები:
- Raster
- Image
- Geoimage
graph LR
A[FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number] --> B{Raster};
B -->|რეფერენცის გარეშე| C[Image];
B -->|გეორეფერენცირებით| D[GeoImage];
დააკავშირეთ QGIS (Browser ფანჯრიდან) თქვენს მთავარ საქაღალდესთან.
- დავალების საქაღალდეში მოთავსებულია ერთი ტოპოგრაფიული რუკა.
- ჩამოტვირთეთ და განათავსეთ შესაბამის ქვე-საქაღალდეში.
- განახორციელეთ გეორეფერენცირება მართკუთხა კოორდინატებით (მეტრებში).
- განახორციელეთ გეორეფერენცირება სფერული კოორდინატებით (Degrees, Minutes, seconds).
- გეორეფერენცირების შემდეგ გადაამოწმეთ რუკის მდებარეობა ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით — შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Earth ან QGIS და არ დაგავიწყდეს პირველ რიგში იმპორტით ნებისმიერი საბაზისო რუკის შემოტანა.. 🌍
- დარწმუნდით, რომ რუკა სწორად ემთხვევა მიზნობრივ ტერიტორიას. 🗺
- გააკეთეთ არქივი თქვენს საქაღალდეზე. 💾
- გამოიყენეთ
.rar
ან.zip
ფორმატები. უპირატესობა მიანიჭეთ ZIP ფორმატს ⚠️ -
დაარქვით არქივს შემდეგი ფორმატით:
FirstName_LastName_GroupNumber_Assignment_Number
-
ატვირტეთ გუგლის საკლასო ოთახში ნამუშევარი
Warning
თუ გაგზავნის პროცესში შეგექმნათ რაიმე პრობლემა, დაგვიკავშირდით:
g.kapanadze1908@gmail.com
ან გამოიყენეთ ნებისმიერი ფაილგადაცემის სერვისი.
https://www.swisstransfer.com/en-gb
https://wetransfer.com/
https://www.filemail.com/
https://dropmefiles.com/
https://www.swisstransfer.com/en-gb
https://www.sendgb.com/
https://workupload.com/
Info
📌 თუ რაიმე გაუგებარია, თამამად იკითხე! 😊
თუ რამე არასწორადაა შესრულებული, გავასწორებ — ან თავად შექმენი pull request.